მასების ქმედობანი
მასების ქმედობანი – თეატრალიზებული სანახაობა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ხალხის ფართო მასები (შემსრულებლები და მაყურებლები). ჩვეულებრივ, ეწყობა ღია ცის ქვეშ მოედნებზე, ქუჩებში, პარკებში, სტადიონებზე; როგორც წესი, დაკავშირებულია ისტორიულ მოვლენებთან.
ხალხურ სანახაობათა მკაფიო ნიმუშები შეიქმნა ძველ საბერძნეთში (დღესასწაულები, შეჯიბრებები, თამაშობები).
შუა საუკუნეებში ხალხური სანახაობის თავისებური იერი შეიძინეს მისტერიებმა. მე-17 საუკუნის ინგლისში ფართო გავრცელება ჰპოვა საგაზაფხულო ზეიმმა, რომელსაც საფუძვლად დაედო ლეგენდა რობინ ჰუდზე. გერმანიაში ეწყობოდა მასების საყველიერო თამაშები და ბაზრობების დღესასწაულები.
მე-18 საუკუნეში მასების ქმედობაში გადაიზარდა საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია. მე-18 ს. რუსეთში პეტრე I-ს მიერ შემოღებულ იქნა მასკარადები.
მასების ქმედობათა სიმრავლით გამოირჩეოდა რევოლუციის შემდგომი (1918) პერიოდი რუსეთში.
მასების ქმედობანი დღესაც პოპულარულია მთელ მსოფლიოში.