მაღარო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაღარო – საწარმო, სადაც მოიპოვებენ მინერალებს ან სხვა გეოლოგიურ მასალებს. სხვადასხვა სიღრმის მაღარო სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგ., ალმასის და ოქროს მაღაროსათვის საჭიროა 4 კმ-მდე სიღრმე. კარგი მაღაროს სარგებლობის ხანგრძლივობაა 50-75 წელი და მეტიც. უძველეს დროიდან ადამიანები აშენებდნენ მაღაროს სხვადასხვა მასალების მოსაპოვებლად. საქართველოში ცნობილია ქვანახშირის (ტყიბული, ტყვარჩელი), მანგანუმის (ჭიათურა), ოქროს (საყდრისი) და სხვ. მაღაროები.