მახათების ოჯახი
მახათების ოჯახი – Gasterosteidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: მახათასნაირნი
ოჯახი: მახათასებრნი
თევზების ოჯახი მახათასნაირთა რიგისა. სხეული თითისტარისნაირია, შიშველი ან ძვლოვანი ფირფიტებითაა დაფარული, დინგი კონუსისებური, ზოგჯერ ოდნავ მილისებურია. პირი გამოწევადია. ზურგის ფარფლის წინ ორი ან უფრო მეტი თავისუფალი ქიცვია. ლაყუჩის სახურავი ძვლები კარგადაა განვითარებული. კბილები ყბებზე, ხახასა და ლაყუჩის ძვლებზეა განლაგებული, სახნისხე და სასის ძვლებზე კბილები არა აქვს. ლაყუჩთა აპკების საივები სამია. მკერდის კიდურის რადიალური ელემენტები პატარაა, რომელთა შორის ნაპრალები არ არის. post- temoirale და ლავიწის ზედა ძვალი აქვს. ნეკნები თავისუფალია, კანის საფარველ ფირფიტებზე მიმაგრებული არ არის. ამ ოჯახის წარმომადგენელთა ბიოლოგიური თავისებურება შთამომავლობაზგ ზრუნვაში მდგომარეობს. ქვირითს წყლის მცენარეებისაგან წინასწარ აგებულ „ბუდეში“ ყრის. ცნობილია 5 გვარი, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილო ევროპის, შუა აზიის, ალჟირის, ჩრდილო ამერიკის მომლაშო (იშვიათად მლაშე) და მტკნარ წყალსატევებში.
საქართველოს ფარგლებში ცნობილია ერთი სახეობა Pungiticus გვარიდან. მეორე სახეობის შესახებ, რომელიც Gasterosteus გვარს მიეკუთვნება, ფიქრობენ, რომ მისი არსებობა საქართველოს პირობებში შესაძლებელია.