მდგრადი განვითარება
მდგრადი განვითარება - (sustainable development), ეკონომიკის ისეთი მდგომარეობა, როცა გამოშვება, კაპიტალი და ეფექტიანი შრომა (შრომა გამრავლებული ტექნოლოგიის დონეზე) ერთნაირი ტემპით ანუ დაბალანსებულად იზრდება. ამ შემთხვევაში გამოშვება კაპიტალითა და ეფექტიანი შრომით წარმოებული საქონელი ან მომსახურებაა. მდგრად მდგომარეობაში ერთ მუშაკზე გამოშვებისა და ერთ მუშაკზე კაპიტალის ზრდის ტემპი ტექნოლოგიური პროგრესის ზრდის ტემპის ტოლია, ანუ გამოშვება და კაპიტალი იმავე ტემპით იზრდება, როგორითაც ეფექტიანი სამუშაო ძალა. მდგრად მდგომარეობაში გამოშვების ზრდის ტემპი დაზოგვის ნორმაზე დამოკიდებული არ არის, თუმცა, დაზოგვის ნორმის ზრდა მდგრად მდგომარეობაში ეფექტიან მუშაკზე ზრდის გამოშვების მოცულობას. როდესაც ეკონომიკა მდგრად მდგომარეობაშია, მას ახასიათებენ როგორც დაბალანსებული ზრდის ტრაექტორიაზე მყოფ ეკონომიკას.