მდენარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მდენარი – ძველი ქართული ლექსის სახეობა, თექვსმეტმარცვლიანი შაირით დაწერილი და მოსაზღვრე რითმებით გაწყობილი შვიდტაეპიანი ლექსიდ რომლის ბოლო ტაეპში ავტორის სახელია ჩართული:
- ჩემ საყვარელო ვინაო, მიწყივ მიდგეხარ წინაო,
- გონებით შემკრა სურვილმა, აროდეს მომელხინაო,
- შენთა ასაკთა ჭვრეტამან ცეცხლი უმეტეს მჰჟინაო,
- ამისთვის ვიქმენ ულხენი, უფრორე მომეწყინაო,
- რომე არ დავთმო, მაშ რა ექნა, თუ შენი ჭვრეტა მინაო,
- მზე ხარ და დამწვა ნათელმან მე შენმა ამაქშინაო.
- და თქვეს: „ლექსი სწეროს მამუკამ, ხელნი არავინ ჰჭირნაო“.
- (მამუკა ბარათაშვილი).