მდინარეთა ქსელის სიხშირის რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მდინარეთა ქსელის სიხშირის რუკა – (drainage density map), მორფომეტრიული რუკა, რომელიც გამოსახავს მდინარეთა სიგრძის ჯამის განაყოფს ფართობის ერთეულზე (კმ/კმ2). გამოთვლა ხდება გეომეტრიული უჯრედების (კვადრატების), ლანდშაფტების ან ბუნებრივი რაიონების მიხედვით. გამოთვლების შედეგები გამოისახება იზოხაზებით. გამოსახულების აღქმის ეფექტის გაძლიერების მიზნით იზოხაზებს შორის ინტერვალი იფარება ფერით ან შრაფირებით.