მეგრული ფოლკლორი
მეგრული ფოლკლორი – ქართველ ტომთა პოეტური შემოქმედების, მათ შორის მეგრული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრებისადმი ინტერესი მუდამ იდგა მკვლევართას ყურადღების ცენტრში. ასეთი ინტერესი ადრე ძირითაღად ქართველურ ენათა ლინგვისტური შესწავლის მიზნებთან იყო დაკავშირებული და ამიტომაა, რომ ფოლკლორული ტექსტების პირველ შემკრებლად სწო– რედ ენათმეცნიერები გვევლინებიან.
მეგრული ფოლკლორული მასალების შეკრება-პუბლიკაცია, მისი მეცნიერული შესწავლა მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება და დაკავშირებულია ა. ცაგარელის სახელთან, რომელმაც 1876–1879 წლებში სამეგრელოში ლინგვისტური მიზნით მოგზაურობისას ჩაიწერა ხალხური საუნჯის ნიმუშები და გამოსცა 1880 წელს (Мингрельские этюды, СПБ,1880).
1886 წლიდან მეგრული ზეპირსიტყვიერების ხიმუშები სისტემატურად ქვეყნდება კრებულში «Сборник материалов для описания местностей и племён Кавказа» იბეჭდებოდა ზღაპრები, თქმულებებე, გადმოცემები, ანდაზები, გამოცანები, ლექს-სიმღერები და სხვა ჟანრის მასალები. ეს მასალები მოცემულია კრებულის (СМОМК) მე-5 (1886), მე-10 (1890), მე-18 (1894), 24-ე 1898), 32-ე (1903) და 33-(1904) ტომებში. მასალებთან ერთად აღნიშნულ ტომებში დროდადრო იბეჭდებოდა მეცნიერული შენიშენა-კომენტარები და გამოკვლევები სამეგრელოს ეთნოგრაფიული ყოფისა და ფოლკლორული ტრადიციების შესახებ. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობისაა: ი. ტეპცოვის «Из быта и верований мингрельцев» (т. XVIII,1894); ი. სტეფანოვის - «Из мингрельских преданий» (т. XXIV, 1898); ტ. ქობალიას – «Из Мингрельской Колхиды» (т. XXXII, 1903); ი. სტეფანოვის – «Народные приметы, разные способы гадания и некоторые поверия мингрельцев» (т. XXXII, 1903); მ. კორძახიას – «Встреча и празднование нового года у мингрельцев» (т. XXXII, 1903)
მეგრული ფოლკლორული მასალების ფიქსირება-შესწავლას დიდ ყურადღებას უთმობდნენ ნ. მარი და ი. ყიფშიძე. 1914 წელს ქვეყნდება ი. ყიფშიძის «Грамматика мингрельского (иверского) языка» რომელსაც დართული აქვს ფოლკლორული მასალები. 1920 წელს ხელნაწერის უფლებით დაისტამბა შ. ბერიძის „მეგრული (ივერიული) ენა რომლის მეორე მონაკვეთი მთლიანად ფოლკლორულ მასალას უჭირავს, ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა მ. ხუბუას „მეგრული ტექსტები“ (1937). დიდია მეგრული ზეპირსიტყვიერების შეკრება-შესწავლის დარგში რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების წვლილი. უკანასკნელ პერიოდში სამეგრელოს ტერიტორიაზე წარმატებით იმუშავა ამ განყოფილების არაერთმა ფოლკლორულმა ექსპედიციამ და დიდძალი ზეპირსიტყვიერი მასალა იქნა მოპოვებული. მეგრული ფოლკლორული შემოქმედების შესწავლის დარგში თვალსაჩინო შედეგებია მოპოვებული. შესწავლილია არა ერთი საკითხი; ეპიკური ტრადიცია მეგრულ ზეპირსიტყვიერებაში (ლიტ. ძიებინი, XV 1963), ქართული ზეპირსიტყვიერების საკითხები მეგრული მასალების მიხედვით (1970), ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერების საკითხები მეგრული მასალების მიხედვით (1971). და სხვ. 1971 წელს გამოიცა კ. სამუშიას „ქართული ხალხური პოეზიის მასალები (მეგრული ნიმუშები)“ ვრცელი შესავალი წერილითურთ. გარკვეული ყურადღება ეთმობა მეგრული მუსიკალური ფოლკლორის მასალების შეკრება-შესწავლას როგორც ფოლკლორისტების, ისე მუსიკისმცოდნეეაისაგან.
მეგრულ ზეპირსიტყვაობაში გვაქვს ფოლკლორული შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი ჟანრი მდიდარია პოეზიაც და პროზაც მრავალფეროვანი თემატიკითა და მოტივებით. პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შრომის ლექს-სიმღერებს, საყოფაცხოვრებო-სატრფიალო და ფილოსოფიურ ლირიკას, საწესჩვეულებო-საკულტო, ასევე საისტორიო, სატირულ-უმორისტულ ლექს-სიმღერებს, საქორწილო და სამგლოვიარო პოეზიას, რომელთა ნიმუშებს მხატერული თვალსაზრისითაცკც დიდი ღირებულება აქვთ. მეგრული ლექს-სიმღერების არქაულ ფორმებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება ხალხური ლექსის წარმოშმობა-განვითარების, ქართული ხალხური ლექსწყობის საკითხების შესწავლისათვის.
ეპიკური ტრადიცია მეგრულ ზეპირსიტყვიერებაში ძირითადად ზღაპრების სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ გვხვდება აგრეთვე ლეგენდები, თქმულებები და მითოლოგიური ხასიათის ნაწარმოებები. ზღაპრები („არიკი“) ქმნიან სამ ძირითად ჯგუფს: ზღაპრები ცხოველების შესახებ, ჯადოსნური ზღაპრები და საყოფაცხოვრებო ანუ ნოველისტური ზღაპრები. მეგრული ზღაპრული ეპოსის მდიდარ თემატიკასა და მოტივებთან ერთად ყურადღებას იქცევენ მისი პერსონაჟები. ამ მხრივ სპეციფიკურია ჯადოსნერ-მითოლოგიური პერსონაჟები: ტყაშიმაფა ოჩოკოჩი, მესეფი, წყარიშმაფა, ჟინანთარი (ჟინი ანთარი).
მეგრულ ზღაპრულ ეპოსს, ისე როგორც ამავე ჟანრის ლაზურ ხალხურ ნაწარმოებებს, ქრისტიანიზაცია ნაკლებად განუცდია. ამ მხრიე, სხვა მხარეებთან ერთად, თავისებურებას გვიჩვენებს ამბის დასაწყისისა და დასასრულისათვის დამახასიათებელი ფორმები. მეგრულ-ლაზური ზღაპრული ეპოსისათვის უცხოა ამბის ქრისტიანულ-რელიგიური ხოტბითი დასაწყისი და დასასრული, რაც ქართული ზღაპრისათვის მეტად ნიშანდობლივია.
ზ. თანდილავა