მეზღაპრე
მეზღაპრე – სახალხო შემსრულებელი ზღაპრების მთხრობელი.
მეზღაპრენი ურთიერთ განსხვავდებიან რეპერტუარით, თხრობის სტილითა და მანერით, იდეური გამიზნულებით, მხატვრული მეთოდით, ინდივიდუალური ნიჭითა და გემოვნებით. დახელოვნებული მეზღაპრე არ კმაყოფილდება სიუჟეტის მექანიკური გამეორებით, თხრობის დროს ხშირად ცვლის მას, შეაქვს იმპროვიზაციის ელემენტები და განწყობის მიხედვით თითქოს ხელახლა ქმნის ზღაპარს. საქართველოში არსებობდნენ პროფესიული მეზღაპრეები. მაგალითად, კარის მეზღაპრენი, რომლებიც მეფის ან მსხვილი ფეოდალის სასახლეში ცხოვრობდნენ. ა. წერეთელი ადასტურებს ზღაპრის ბეგარის არსებობის ფაქტსაც. თანამედროვე მეზღაპრეებიდან შეიძლება დავასახელოთ ანუსია კარგარეთელი, სონა კასრაძე, არჩილ თაბორიძე, გიორგი ზაქაიძე, ემზა გუჯეჯიანი, გიორგი მრელაშვილი, ვალ. ბოჭორიშვილი, დავით თეთრუაშვილი და სხვანი.
ე. ვირსალაძე
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართული ზღაპრები, I, თბ., 1938; ქს. სიხარულიძე, ქართული საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1948;
- ელ. ვირსალაძე, ზღაპარი,ის, ხალხური პოეტური შემოქმედება, ტ. 1, თბ., 1960;
- მისივე, ქართ. მთიელთა ზეპირსიტყვიერება, მთიულეთ-გუდამაყარი, თბ., 1958.