მეთრევანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეთრევანა – ისტორიული სოფელია ქვემო ქართლში (თრიალეთი). XVI-XVII საუკუნისათვის მეთრევანა მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად მძლავრი სოფელი ჩანს. იგი მანგლელის სამწყსოში შედიოდა და მანგლისის ტაძრის საკუთრებად ითვლებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვითაც მეთრევანა თრიალეთზე მდებარე სოფელია. მეთრევანას იგი შუასოფლის, საბოზკუროს, საბროწლეს და ჩამძვრალას შორის მოიხსენიებს.

სახელწოდება

ტოპონიმ მეთრევანას ეტიმოლოგია დადგენილი არ არის. არც ხალხური გადმოცემა რამე არსებობს. ჩვენი ვარაუდით მეთრევანა აქაური მიწის ქანების თრევასთან ანუ ნელ-ნელა დაცურებასთან, მეწყრიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული, მიწის სავარგულების ამ თვისებაზე ხომ არ მეტყველებს იქვე არსებული ტოპონიმი ჩამძვრალა? საყურადღებოა, რომ ვერის ხეობაში ცნობილია პატარა მდინარე ათრევა. ეს სახელი მდინარე-ხევს ადგილობრივთა მტკიცებით, იმიტომ შერქმევია, რომ ნელა, ათრეულად მოედინება.”


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები