ჩამძვრალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩამძვრალა, ჩამდურა, ჭანდურა – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ვაჩიანის თემის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, მდინარე მურჯახეთისწყლის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1715-1735 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 5 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 654, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა.

სახელწოდება

სოფლის თავდაპირველი ქართული სახელია ჩამძვრალა. ადგილობრივ ხალხურ გადმოცემებს შემოუნახავს საინტერესო თქმულება, რომლის მიხედვითაც ეს სოფელი დიდი ხნის წინათ ძლიერ მიწისძვრას უფსკრულში ჩაუქცევია, თან ჩაუტანია, რის გამოც მისთვის ჩამძვრალა უწოდებიათო, სინამდვილეში ჩამძვრალა ჩვეულებრივი ოროგრაფიული ტერმინია. იგი მიგვანიშნებს -იმაზე, რომ სოფელი ჩავარდნილ, ჩოლედ ადგილში ყოფილა გაშენებული.

ალ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკაზე (1931-1932 წწ.) იგი დატანილია ჭანდურას, ხოლო საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე (მასშტაბები 1:100,000; 1:50,000; 1:25,000) – ჩამძვრალას (Чамдзврала) სახელით. შეინიშნება ეკლესიის კვალი, სავარაუდოდ, წმ. გიორგის.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები