მეიენფორდი პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პეტრე მეიენფორდი – (1796-1863), ბარონი, რუსი დიპლომატი.
დიპლომატიური სამსახური დაიწყო 1814 ესპანეთში რუსეთის მისიის მდივნად, შემდეგ იყო ავსტრიაში რუსეთის საელჩოს მრჩეველი და ნიდერლანდში საგანგებო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი (1821-24); 1832-39 – დესპანი ვიურტემბერგში, 1839-50 – ბერლინში, მონაწილეობდა ლონდონის შეთანხმების (რომელმაც ჰოლშტაინი დანიას მიაკუთვნა) და ოლმიუცის შეთანხმების 1850 მომზადებაში. 1850-51 – რუსეთის ელჩი ავსტრიაში.