მელიტონ ქანთარიას ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მელიტონ ქანთარიას ქუჩა – ქუჩა თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონი (ვეძისი); იური გაგარინის ქუჩიდან ჟიული შარტავას ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე კოლხეთის II შესახვევი ერქვა. 1968 წლიდან – იური გაგარინის II შესახვევი. 1999 წლიდან ა. გახოკიძის სახელი ეწოდა, 2006 წლიდან – მელიტონ ქანთარიასი.