მენდეს-ფრანსი პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ მენდეს-ფრანსი

პიერ ისააკ ისიდორ მენდეს-ფრანსი – (ფრ. Pierre Mendès France; 11 იანვარი 1907, პარიზი — 18 ოქტომბერი 1982, პარიზი), საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ეროვნული კრების დეპუტატი 1932-40, 1945-58, 1967-68.
1935– ფინანსთა სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
1942-43 მსახურობდა საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში.
1941-44 – საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ფინანსურ საკითხთა კომისარი. სათავეში ედგა საფრანგეთის დელეგაციას გაერთიანებული ერების ბრეტონ-ვუდის კონფერენციაზე 1944.
1944-45 – საფრანგეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი;
1946-58– რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის დირექტორის მოადგილე;
1947-58 – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა საბჭოს წევრი;
1954-55 – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი;
1956 – სახელმწიფო მინისტრი;
1977-80 – საერთაშორისო განვითარების საკითხთა კომისიის („ბრანდტის კომისიის”) წევრი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები