მენე, მენე, თეკელ, უფარსინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენე, მენე, თეკელ, უფარსინ – ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც ქალდეველთა მეფის ბალთაზარის სასახლის კედელზე ხელის მტევნით დაიწერა. დანიელ წინასწამეტყველმა მეფეს აუხსნა ამ სიტყვების მნიშვნელობა: ღმერთმა შენი სამეფოს დღეები დაითვალა და ბოლო მოუღო მას; სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი.

ბალთაზარი იმავე ღამეს მოკლეს, ხოლო სამეფო ტახტზე ავიდა დარიოს მიდიელი.


წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები