ბალთაზარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალთაზარის ნადიმი. რემბრანდტი, 1635წ, ლონდონი.

ბალთაზარი - ბაბილონის უკანასკნელი მეფე ნაბონიდის (ძვ. წ. 555-539 წწ.) უფროსი ვაჟი. იგი იცავდა ბაბილონს კიროსის მეომრებისაგან. ბალთაზარი გრანდიოზულ ნადიმებს მართავდა თავის ქვეშევრდომებთან ერთად. ერთხელ „მეფე ბალთაზარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდ კაცს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს. ღვინით გალეშილმა ბალთაზარმა ბრძანა, რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ესვათ. მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, იერუსალიმის ღვთის სახლის საწმიდარიდან რომ იყო წამოღებული. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები. სვამდნენ ისინი ღვინოს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდნენ. სწორედ, ამ დროს გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე, წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა. მაშინ მოვიდნენ მეფის ბრძენკაცები, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მისი მნიშვნელობის მეფისთვის ახსნა ვერ შეძლეს. მაშინ მოიყვანეს დანიელი (წინასწარმეტყველი) მეფის წინაშე. მიუგო დანიელმა და თქვა: შენ თავი აღაზევე ზეციური მეფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე. სწორედ ამიტომ, მოივლინა მისგან ხელის მტევანი და ამიტომ დაიწერა ეს წარწერა. აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: მენე, თეკელ, უსარსინ. აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე - დაითვალა ღმერთმან შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას; თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; ფერეს - გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი. იმავე ღამეს იქნა მოკლული ბალთაზარი, ქალდეველთა მეფე“ (დან. თავი V).


სარჩევი

ბალთზარის სახე ხელოვნებაში

ლიტერატურა

ძველი აღთქმა

  • წინასწარმეტყველი დანიელის წიგნი

მხატვრული ლიტერატურა

  • ანატოლ ფრანსი „ბალთაზარი“ (რომანი)
  • ჰაინრიხ ჰაინე „ბალთზარი“ (ლექსი)
  • იუსტაინ გორდერი „ბალთაზარი“ (მოთხრობა)
  • თადეუშ ბრეზა „ბალთაზარის ნადიმი“ (რომანი)
  • ფაზილ ისკანდერი ნოველა „ბალთაზარის ნადიმები“ რომანიდან „სანდრო ჩეგემიდან“
„ბალთაზარის ნადიმი“ მხატვრობაში
  • პიერ გებბერი
  • პიეტრო დანდინი
  • რემბრანდტი
  • ჯონ მარტინი
  • ანდრეა ჩელესტი
  • სურიკოვი
მუსიკაში
  • ჰენდელი ორატორია „ბალთზარი“
  • უილიამ უოლტონი ორატორია „ბალთაზარის ნადიმი“

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები