მენოტი ჯან კარლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯან კარლო მენოტი – (7. VII. 1911, კადელიანო, იტალია – 2.II. 2007, მონაკო), ამერიკელი კომპოზიტორი. ეროვნებით იტალიელი. 1928-იდან მენოტი ცხოვრობდა აშშ-ში, 1974- იდან შოტლანდიაში. სწავლობდა მილანის კონსერვატორიაში (1923-27) და კერტისის მუსიკის ინსტიტუტში, ფილადელფიაში (1927-33), აქვე 1941-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მენოტის შემოქმედება სტილისტურად ახლოსაა ვერიზმთან, მისი ოპერებისათვის დამახასიათებელია დრამატიზმი და იუმორი. მენოტის საუკეთესო ოპერებია: „მედიუმი“ (1946, ნიუ-ორკი), „ტელეფონი“ (1947), „კონსული“ (1950). სხვა ნაწარმოებებიდან მნიშვნელოვანია სიმფონიური პოემა „აპოკალიფსისი“ (1951), კონცერტები, კამერული ანსამბლები და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები