მენტალური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენტალური რუკა

მენტალური (კოგნიტიური) რუკა – (mental, cognitive map), აზრისეული, შემეცნებითი რუკა, სუბიექტის წარმოდგენაში არსებული ადგილის (ობიექტის) გამოსახულება. არ აიგება კარტოგრაფიული პროექციით, არ იყენებს კარტოგრაფიულ ნიშნებს. საინტერესოა, როგორც ადამიანის ცნობიერებაში ადგილის გრაფიკული ხატის შექმნისა და მისი მეშვეობით სინამდვილის შემეცნების პროცესი. ფსიქოლოგთა ექსპერიმენტებით დგინდება, რომ მენტალური რუკები ასახავენ სუბიექტის ფსიქო-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს მათი სოციალური, პროფესიული და ასაკობრივი მდგომარეობის შესაბამისად. ვლინდება იმ კულტურასთან კავშირი, რომელსაც კონკრეტული სუბიექტი ეკუთვნის. ამ ექსპერიმენტების შედეგების კვლევა კარტოგრაფიისთვის მნიშვნელივანია იმდენად, რამდენადაც კარტოგრაფიული გამოსახულების შექმნა სუბიექტის მიერ ობიექტური რეალობის აღქმის მიზნით ხდება. მენტალური გამოსახულებების შექმნას ხშირად მიმართავენ სასწავლო პროცესში. მენტალური რუკის მსგავსია ესკიზური რუკა.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები