მერე ჟან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟან მერე − (ფრანგ. Jean Mairet, 1604-86), ფრანგი დრამატურგი. მოღვაწეობა დაიწყო პასტორალების შექმნით: „პასტორალი“, „სილვია“. ამას მოჰყვა პასტორალური ტრაგედია „სილვანირა“, ტრაგედია „სოფონისბა“, რომელიც ააგო გრძნობისა და მოვალეობის კონფლიქტზე, რითაც საფუძველი ჩაუყარა ფრანგულ კლასიცისტურ ტრაგედიას.