პასტორალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პასტორალი – (ლათ. pastoralis – მწყემსური), ბუკოლიკური პოეზიის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც ასახულია უზრუნველი და ბედნიერი მწყემსური ცხოვრება. მასში გაიდეალებულია მწყემსების ყოფა, კეთილდღეობა და ურთიერთობა. პასტორალებს წერდნენ საშუალო საუკუნეებში იტალიაში.

პასტორალური შეიძლება იყოს მთელი ნაწარმოები ან პოემაში, დრამაში ჩართული ეპიზოდი. პასტორალი გვხვდება ხალხურ შემოქმედებაშიც. პასტორალური შინაარსისაა დ. გურამიშვილის პოემა „მხიარული ზაფხული ანუ ქაცვია მწყემსი“.



წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები