მერქნის გამოხარშვა მარილიან წყალში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერქნის გამოხარშვა მარილიან წყალში – მაგარი და რბილი ჯიშის მერქნის (ცაცხვი, ვერხვი, თელა, შინდი და სხვ.) გამოყვანის პროცესი ადუღებულ მარილიან წყალში, როდესაც მერქანი მუშავდება სუფრის მარილის 25%-იან წყალხსნარში. პროცესის ჩასატარებლად ნაკეთობას ჩაძირავენ მარილიან წყალში და დაბალ ცეცხლზე ხარშავენ 2-3 საათი, შემდეგ ამოიღებენ აბაზანიდან და აშრობენ ოთახის ტემპერატურაზე. ასეთი მეთოდით დამუშავებულ მერქანს არ უჩნდება ბზარები და გამოირჩევა მაღალი წყალ-, ბიო- და ხანმედეგობით.