მერქნის კოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერქნის კოროზია

მერქნის კოროზიამერქნის სტრუქტურის რღვევა აგრესიული გარემოს ზემოქმედებისას. მიმდინაეობს სხვადასხვა სიჩქარით და დამოკიდებულია კლიმატურ (ტენიანობა, ნალექები, ჰაერის ჟანგბადი, ტყემპერატურის ცვალებადობა, ულტრაიისფერი გამოსხივება) და ბიოლოგიურ (მიკროორგანიზმები, მწერები, სოკოები და სხვ.) გარემო ფაქტორებზე.

მერქნის კოროზიამედეგობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მერქანი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშენი მასალაა და ექსპლუატაცია უწევს, როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ. მერქნის კოროზიას ძირითადად იწვევს სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი (აირი, სითხე, მყარი ნივთიერება) მარილი, ტუტე და მჟავა. ძლიერი აგრესიული გარემოს ზემოქმედებით პირველ რიგში იშლება მერქნის შემადგენლობაში მყოფი ცელულოზა – ჰიდროლიზის შედეგად ის კარგავს სიმტკიცეს; შემდეგ დაშლას იწყებს ლიგლინი და სხვა ნაწილები. ცელულოზაზე პრაქტიკულად არ ზემოქმედებს ეთერი, აცეტონი, სპირტი, ტუტისა და მჟავის განზავებული სუსტი ხსნარები, ორგანული მჟავები. კოროზიისადმი ფოთლოვანი ჯიშის მერქანი ნაკლებად მდგრადია, ვიდრე წიწვოვანი, რადგან ამ უკანასკნელში დიდი რაოდენობითაა ფისები, რომელიც ხელს უშლის კოროზიის პროცესს. მერქნის კოროზიას აჩქარებს ხის მასალაზე მზის სხივების პირდაპირი მოხვედრა, ტენიანობისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ბიოლოგიური მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება მერქნის ანტისეპტირება. კოროზიის პროცესი მერქანში გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ლითონებში ან რკინაბეტონში, ამიტომ შენობების მზიდი ელემენტებისათვის, რომლებსაც მუშაობა უხდებათ აგრესიულ გარემოში (კალიუმის, ნატრიუმის, გვარჯილის სასუქების საწყობები, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმები, სამხედრო იარაღის სათავსები და სხვ.), უმჯობესია გამოვიყენოთ ხის კონსტრუქციები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები