მერქნის ტენთბოდამუშავება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის ტენთბოდამუშავებამერქნის დამუშავების პროცესი მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შრობის დამთავრების მომენტში ან ძაბვების ნიშნის ცვლილების დროს მერქანზე მოქმედებენ მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ჰაერით, რომლის საშუალებითაც ზედაპირული ფენები (რომლებშიც მოქმედებენ მკუმშავი ძაბვები) ტენიანდება და წარმოიშობა შეკლების ნარჩენი დეფორმაციები, რომლებიც კომპენსაციას უკეთებენ შრობის ადრეულ ეტაპზე გაჩენილ წაგრძელების დეფორმაციებს და ამგვარად ქრება ძაბვების წარმოშობის მიზეზი. რაც უფრო სქელია მასალა, მით უფრო მეტია სისქეში ტენიანობის ცვლილება და, შესაბამისად, შიგა ძაბვების მოსახსნელად საჭიროა ტენთბოდამუშავების მრავალჯერადი ჩატარება. ტენთბოდამუშავება ჩვეულებრივ საშრობ კამერებში არ ხდება. მისთვის შექმნილია სპეციალური ჰერმეტული კამერა აღჭურვილი კალორიფერებითა და წყლის გასაფრქვევი მილებით. ჩვეულებრივი ფიცრების (δ = 22-31 მმ) ტენთბოდამუშავების ხანგრძლივობა გრძელდება 2-6 სთ. შრობის დამთავრების შემდეგ მასალა კამერაში რჩება 1-2 დღე, რათა გაცივდეს 30-40°C ტემპერატურამდე და შემდეგ ხდება მისი გადმოტვირთვა და გაგზავნა დანიშნულებისამებრ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები