მერქნის ტენიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის ტენიანობატენიანობა, რომელიც დამოკიდებულია მერქანში თავისუფალი და შეკავშირებული წყლის რაოდენობრივ მაჩვენებელზე. ის პროცენტებში იზომება და გამოითვლება ფორმულით: W = [(G1–G2)/G2]∙100, სადაც G1 – ნიმუშის წონა გამოშრობამდე; G2 იმავე ნიმუშის წონა გამოშრობის შემდეგ.

ტენის პროცენტული შემცველობის მიხედვით მრგვალი და დახერხილი ხის მასალა, ჯიშისაგან დამოუკიდებლად, იყოფა ხუთ ძირითად ჯგუფად:
1) სველი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება წყალში, W > 100%;
2) ახლადმოჭრილი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ცოცხალი ხის ტენი, 50-100%;
3) ნედლი, W = 25-50%;
4) ჰაერზე გამომშრალი, W = 20-25%;
5) ოთახში გამომშრალი, W < 15%.

გარდა ამ ჯგუფებისა, შეიძლება იყოს აგრეთვე აბსოლუტურად მშრალი (W = 0) მერქანი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები