მეტეოროლოგიური სიდიდეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეტეოროლოგიური სიდიდეები – მეტეოროლოგიური ელემენტების (მათ შორის ამინდის საშიში მოვლენების) რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომლებიც ატმოსფეროს მდგომარეობას ახასიათებენ. გამოიყენება მეტეოროლოგიური პირობების ანალიზის, პროგნოზის და შეფასების დროს. აისახება ერთეულებში, რომლებიც ფიზიკაში, ჰიდრომექანიკაში და სხვა დისციპლინებში არის მიღებული.