მეტერნიხი კლემენს ვენცელ ლოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი

კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი – (გერმ. Klemens Wenzel Lothar von Metternich; დ. 15 მაისი, 1773 – გ. 11 ივნისი, 1859), თავადი, ავსტრიის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.

1798-99 – ვესტფალიის კათოლიკურ საგრაფოთა წარმომადგენელი რაშტატის კონგრესზე 1797-99.
1801-03 – ავსტრიის დესპანი საქსონიაში, 1803-05 – პრუსიაში, 1806-09 – ელჩი საფრანგეთში.
1807 ფონტენბლოში ხელი მოაწერა კონვენციას საფრანგეთთან, რომელმაც შეასუსტა პრესბურგის სამშვიდობო ხელშეკრულების (1805) ავსტრიისათვის მეტად მკაცრი პირობები.
1809-21– ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, და ფაქტობრივად, ავსტრიის მთავრობის მეთაური; 1821-48 – ავსტრიის კანცლერი.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აიღო საფრანგეთთან დაახლოების კურსი. რუსეთში ნაპოლეონ I-ის არმიის განადგურების შემდეგ ხელი მოაწერა რუსეთთან და პრუსიასთან რაიხენბახის კონვენციას 1813. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პრაღის კონგრესზე 1813 და შომონის ტრაქტატის 1814 ხელმოწერაში. ვენის კონგრესის 1814-15 თავმჯდომარედ ყოფნისას მიაღწია გადაწყვეტილების მიღებას ავსტრიის მეთაურობით გერმანიის კავშირის შექმნის შესახებ. რუსეთის იზოლაციის მიზნით ხელი მოაწერა საიდუმლო სამთა კავშირს დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან (ვენის ხელშეკრულება 1815), იყო საღვთო კავშირის 1815-33 ერით-ერთი ორგანიზატორი. 1830-იანი წლების დასაწყისის რევოლუციურმა მოვლენებმა მეტერნიხი აიძულა, დაახლოებოდა რუსეთს (მიუნხენგრეცის კინვენცია 1833). ავსტრიის 1848 რევოლუციის შემდეგ გაიქცა დიდ ბრიტანეთში. ავსტრიაში დაბრუნდა 1851.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები