მეღვინეთუხუცესიშვილი დიმიტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეღვინეთუხუცესიშვილი დიმიტრი – (1815-1878), ისტორიკოსი, დრამატურგი, თეატრალი, პოეტი. ძველ ქართულ ისტორიულ ძეგლთა შემსწავლელი და ქართული ისტორიოგრაფიის საფუძველის ჩამყრელი, სხვადასხვა სამეცნიერო, ისტორიულ და არქეოლოგიურ საზოგადოებათა წევრი, მ. ბროსეს მეგობარი და თანამშრომელი.
1851 წლიდან მსახურობდა გ. ერისთავის თეატრში რეჟისორად. ჰქონდა საკუთარი კომედიური ხასიათის პიესებიც („უბედური მოარშიყე“, „გამოუცდელობა ანუ დროებითი განშორება საყვარელთა“, „კატა აწონა“, „ექიმბაში“, „არშიყნი“), რომლებსაც პატრიოტულ და სატრფიალო ლექსებთან ერთად აქვეყნებდა „ცისკარში“, „დროებაში“, „სასოფლო გაზეთში“. მის პოეზიაში იგრძნობა გ. ორბელიანის გავლენა. რუსულიდან თარგმნილი აქვს თხზულება „მღვიმე ანუ საშიშარი ალაგი სალს კლდეში, სასაფლაოს იქით“.
ლიტერატურა
- საქართველოს კალენდარი. 1895, გვ. 491;
- ლ. ნანიტაშვილი, ჟურნალ „ცისკრის“ პოეტები, 1967.