მეცელის ბიგარო (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეცელის ბიგარო

მეცელის ბიგარო - (Bigarreau de Mézel). ბლის ეს ჯიში წარმოშობით საფრანგეთიდანაა, სადაც ნაპოვნი იყო როგორც შემთხვევითი თესლნერგი მებაღე ლიჟმის მიერ. გავრცელებულია საფრანგეთში. საქართველოს რაიონებში იშვიათად გვხვდება.

ხე ძლიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით, ხშირი დატოტვით.

ნაყოფი მომრგვალო – გულისებრი ფორმისაა, ოდნავ შებრტყელებული, შესამჩნევი ღარით. ნაყოფის კანი საშუალოდ მკვრივია, მუქი წითელი ფერისაა, შესამჩნევი მოთეთრო წინწკლებით. ნაყოფის ხორცი წითელი ფერისაა, ნაზი, კარგი გემოსი, წვნიანი. წვენი შეღებილი აქვს წითლად. კურკა მსხვილი აქვს. ხორცი არ სცილდება კურკას. ნაყოფი მწიფდება საშუალო პერიოდში.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები