მეძაღლეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეძაღლეთუხუცესი - სამონადირეო უწყების მოხელე. ევალებოდა სანადირო ძაღლების მოშენება-გაწვრთნა და ნადირობის დროს მეფისათვის მათი მიყვანა.

მეძაღლეთუხუცესს ექვსი მეძაღლე ექვემდებარებოდა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში ძაღლების მწვრთნელები მონადირეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ, მაგრამ, საქართველოს დაშლის შემდეგ, როგორც „დასტურლამალი“ იუწყება, ძაღლების გაწვრთნა ცალკე სამსახურს ებარა და მონადირეთუხუცესის დაქვემდებარებიდან გამოსული ყოდილა. იოანე ბატონიშვილის თანახმად, მონადირეთუხუცესის ფუნქციები ამ დროს უკვე ბაზიერთუხუცესის ხელში ყოფილა გადასული. მეძაღლეთუხუცესი იღებდა ერთ თუმან სარგოს. მის დამხმარე ექვს ხლქვეითს („ბიჭი“) აძლევდნენ: ტანსაცმელს, თვეში ერთხელ ძროხის ტყავს და გადაკვეთილ ულუფას (პურსა და მცირედ ღვინოს) უფროს-უმცროსობისა და ჩაბარებული ძაღლების რაოდენობის მიხედვით.



წყარო და ლიტერატურა

  • დასტურლამალი1970: 688-690;
  • იოანე ბატონიშვილი 1936: 215-216;
  • სურგულაძე 1952: 222.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები