მზია და ზეზვა ანუ გამოქვაბულის კაცის სტრატეგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მზია და ზეზვა“ ანუ გამოქვაბულის კაცის „სტრატეგია“ – მსახიობის დამხმარე ტექნიკა, რომელიც ეხმარება მას გაერკვეს მოცემულ რთულ ვითარებაში და მიაგნოს ზუსტ სამოქმედო განწყობას. მსახიობი პერსონაჟს წარმოიდგენს პირველყოფილ ადამიანად, მაგრამ შეძლებისამებრ უტოვებს სცენაში მოცემულ პირობებს, „შემოთავაზებულ ვითარებებს“ ახლა მის პერსონაჟს სურვილების გამოხატვა მხოლოდ ფიზიკურად შეუძლია, ჟესტებისა და ქცევის დახმარებით, სტიქიურად აღმოცენებულ ფიზიკურ ჟესტებსა და ინსტიქტურ ქცევებს მოსდევს სწორი სცენური განწყობის შემუშავება. ამ ეტაპის გავლის შემდეგ მსახიობი მოსინჯავს მეტყველებას როლის მიხედვით.


ი. ფარულავა

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები