მთა-ტყე-მდელოს ნიადაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა-ტყე-მდელოს ნიადაგი – (Leptosols Umbric), ნიადაგის ტიპი, გავრცელებული სუბალპურ ზონაში. სამცხე-ჯავახეთში იკავებს ყველა მთიანეთს, ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლით დიაპაზონს. ჰიფსომეტრიულად დაბლა ესაზღვრება ყომრალი, ხოლო ჰიფსომეტრიულად მაღლა – მთა-მდელოს ნიადაგები. ხასიათდება ჰუმუსიის მაღალი შემცველობით (15 %), ღრმა ჰუმუსირებით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით, მჟავე რეაქციით (pH=4.8-5.6), მაღალი ხირხატიანობით. თუმცა ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებანი საკმაოდ დიდ ფარგლებში იცვლება დედაქანის, მცენარეულობის ტიპის, ზედაპირის დახრილობისა და სხვა გარემოებების შესაბამისად.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები