მთვარის ზედაპირის რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთვარის ზედაპირის რუკა – (map of lunar surface), მთვარის რელიეფის რუკა, რომელზეც წარმოდგენილია: მთვარის ზღვები, ქედები, მთები, ვაკეები, ქვაბულები, კრატერები, რღვევები, ნაპრალები. გამოყენებულია კარტოგრაფიული პროექცია და პირობითი აღნიშვნები, მ.შ. ჰორიზონტალები, აგრეთვე ფოტორელიეფი.