მთვარის კულტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთვარის კულტი – მთვარე ძველი ქართული წარმართული პანთეონის ღვთაებას წარმოადგენდა. პირველი ცნობები კავკასიელ ტომთა მიერ მთვარის თაყვანისცემის შესახებ მოეპოვება სტრაბონს: „ალბანელნი ღმერთებსავით თაყვანსა სცემენ – მზესა, ზევსს და მეტაადრე მთვარეს. მთვარის ტაძარი იბერიის მახლობლად მდებარეობს. მეფის შემდგომ ყეელაზე უფრო პატივცემულ კაცად ის ითვლება, ვინც ტაძარს ემსახურება, იგი დიდსა და მჭიდროდ დასახლებულ ხატის მამულს განაგებს და ხატის ყმების უფროსად ითვლება, რომელთა შორის ბევრი ქადაგად დაეცემა და წინასწარმეტყველებს ხოლმე; იმას, ვინც მეტად ატაცებული ტყეებში მარტოკა დახეტიალებს, ქურუმები დაიჭერენ, კისერზე ჯაჭვს დაადებენ და ერთი წლის განმავლობაში ზვარაკად კარგა ასუქებენ ხოლმე; მერე მას, მირონცხებულს, სხვა საღმრთოებთან ერთად ღმერთს მსხვერპლად შესწირავენ“.

მთვარის თაყვანისცემა შეინიშნება ყველა ქართველ ტომში. მატერიალური კულტურის ძეგლებსა და ზეპირსიტყვიერ ნიმუშებს შემოუნახავს ცნობები, რომელთა მიხედვით მთვარის კულტთან დაკავმირებული ცერემონიალის სურათის აღდგენა შეიძლება. მთვარის დღედ ქართველთა შორის ორშაბათი ითვლებოდა (თუთაშხა, დოშდიშ). ხატობა იმართებოდა ღამით. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მთვარის კულტი შეცვალა წმინდა გიორგის კულტმა. მთვარის თაყვანისცემის კვალი მკაფირდ ჩანს წმ. გიორგისადმი მიძღვნილ ხატობებში („ნაციხურობა“, ლამპრობა, თეთრგიორგობა).

ჯ. ბარდაველიძე


ლიტერატურა

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები