მთიულურ-გუდამაყრული დიალექტი
მთიულურ-გუდამაყრული – ქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ორი ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხის, მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობა.
მთიულურ-გუდამაყრული დიალექტში ორი კილოკავი გამოიყოფა. ისინი ზუსტად ლოკალიზებულ გეოგრაფიულ სივრცეში არიან მოქცეული. მთიულეთი განფენილია თეთრი, ანუ მთიულეთის არაგვის აუზში. იგი იწყება სოფ. ანანურის ზემოთ (დგნალისა და ჭართლის ხეობის სოფლები) და მთავრდება ჯვრის უღელტეხილის გადასასვლელით. მთიულეთს ჩრდილოეთიდან ხევი (ყაზბეგის რ-ნი) ემიჯნება, სამხრეთით – დგნალ-ჭართლის ხეობა, დასავლეთით – ქსნის ხეობა, აღმოსავლეთით – გუდამაყარი. გუდამაყარი მდებარეობს შავი, ანუ გუდამაყრის არაგვის ხეობაში. მისი სამხრეთი საზღვარი იწყება დ. ფასანაურთან, იქ, სადაც ერთიმეორეს ერთვის თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვი.
მთიულურ და გუდამაყრულ კილოებს ძირითადად ინტონაცია განასხვავებს: მთიულურში მახვილი ფიქსირებულია სიტყვის ან რიტმიკული ჯგუფის ბოლოს (ბოლოდან მეორე მარცვალზე). რაც შეეხება გუდამაყრულს, აქ მახვილი ფიქსირებულია სიტყვის ან რიტმიკული ჯგუფის დასაწყისში, ამ მხრივ გუდამაყრული მთის სხვა კილოებთან ავლენს საერთოს. გუდამაყრულში მახვილიანი მარცვალი უმახვილოსაგან გამოირჩევა მაღალი ინტენსივობით, აგრეთვე ტონის სიმაღლით. მთიულურ-გუდამაყრულში, ისევე როგორც ქართული ენის სხვა დიალექტებში, ენობრივი მახვილი დაცულია ლექსიკაში.
მთიულურ-გუდამაყრულში შემონახულია ჴ ფონემა. გვხვდება ნახევარხმოვანი ჲ, რომელიც პირისნიშნისეული ჰ-ს ან ს-ს ფონეტიკური ვარიანტია. იგი, შესაძლოა, ბრუნვის ნიშნისეული ი-ს დასუსტების შედეგიც იყოს მახვილიანი ხმოვნის მომდევნო პოზიციაში (ლადუაჲ || ლაღუაი). უ და ალო-ფონების განაწილება ზოგ შემთხვევაში პოზიციით აიხსნება – დამოკიდებულია წინამავალ ფორმაში ნულთან მონაცვლე ა ხმოვნის გამოვლენაზე (ვისØ აქუ – ვისა აქუ
). დასაშვებია ვ – უ (წვრთნა –> წურთნა), დამახასიათებელია
ა →ო და უა→ო პროცესი (თ
ალი → თოლი, უარესი → ორესი). შენარჩუნებულია -ავ თემისნიშნისეული ე-ს ადგილი სონორის შემცველ თანხმოვანთკომპლექსის მომდევნოდ ზმნის პირიან და უპირო ფორმებში (იჴნეის, მოკლვა, მკლველი..). ხდება ხმოვნის გაჩენა (ჩართვა) სონორის შემცველ თანხმოვანთკომპლექსებში (სიტყვის დასაწყისში): კურკო, კირცხილა, კირწყილი, ჩირჩილა, ჩირდილი.. თანხმოევნებში ხდება რეგრესული ასიმილაცია (*გატხდა → გათხდა). მორფემათა მიჯნაზე ხმოვანთკომპლექსებში აკრძალულია აუ → ოუ → უუ; აი → ეი -→ იი პროცესები. დელაბიალიზაციის ტენდენციის გამო გვაქვს გადასვლა აუ → ეუ (და არა აუ → ოუ): ფასანაური → ფასანეური (შდრ. საპირისპირო ეუ→აუ პროცესი მორფემის შიგნით: აპეური → აპაური, უე → უა: ბუერა → ბუარა).
მორფემათა მიჯნაზე იცვლება მიმდევრობები: აე → ეე (მაეტანა – მეეტანა), აო→ ოო (მუშაობა – მუშოობა), ოა → უა (გიგოა → გიგუჲ), ოე → უე (ვინის ჩავარდნით): მოეესწარ → მუესწარ.
მორფემის შიგნით დასტურდება ურთიერთსაპირისპირო მიმართულების პროცესები. უ → ვი (დურბინდი → დვირბინდი), ვი → უ (საკვირველი → საკურველი), ია → იე (ხასიათი → ხასიეთი), იე → ია (იესო → იასო). დამახასიათებელია ხმოვანთა ცვლა მორფემის შიგნით: ა→ ე (ჭარხალი -> ჭერხალი, კრამიტი –> კრემიტი).
სახელთა ბრუნებაში ერთზე მეტმარცვლიან -ა, -ია სუფიქსიან სახელებსა და -ა ხმოვანფუძიან საკუთარ სახელებში სამ ბრუნევაში (სახელობითს, ნათესაობითსა და მოქმედებითში) შენარჩუნებულია -ჲ||-ი ხმოვნიანი დაბოჯლოება: გოჩაი ||გოჩაჲ, გოჩაის ||გოჩაის, პატარიაჲ, ჴელცულაჲთ.. კვეცად სახელებს, მათ შორის მასდარებს, სახელობითი ბრუნვის ნიშანი არ დაერთვის. -ებ-იანი მრავლობითის გამოყენება უფრო ხშირია, თუმცა შენარჩუნებულია ნართანიანი მრავლობითიც: ორანი ძროხანი (ორანი აქ კნინობითის ფორმაა – ცალკე ორა ან ორაჲ არ დასტურდება); სამნი ძმანი-. წარმოების ეს ფორმა ხშირია აქაურ სოფლის სახელებში: ქავთარა-ნ-ი – ქავთარა-თ-ას, კობა-ნ-ი – კობა-თ-ა-ს, ჭიკა-ნ-ი– ჭი-კა-თ სოფელი, ჭიკა-თ ბალღი. შდრ. პოსტპოზიციური წყობის – ბალღი ჭიკა-თ-ი და მისთ. იგივე ვითარება გვაქეს კომლის სახელებში: ბეჟანიან-თ-ი, ციხელიანთ-ი, ჯერმიზაან-თი.. მეცხვარეთა მეტყველებაში დაცულია ოცობითი თვლის სისტემა: ექესოცი, შვიდოცი... ზმნისწინთა სისტემაში დამახასიათებელია მა ზმნისწინის გამოყენება I ობიექტურ პირში: მამიტანს (შდრ. II პირი – მოგიტანს), შე- ზმნისწინი წესისამებრ შა-ს სახით არის წარმოდგენილი (შაიტანა). ზმნაში ს- და ჰ- პრეფიქსით აღინიშნება III პირის მიცემითბრუნვიანი ობიექტი: სთესავს ის მას (მაგრამ დაØთესა მან ის). III სუბიექტ. პირის -ს სუფიქსი წარმოდგენილი არ არის სტატიკურ ზმნათა აწმყოში და გარდამავალ ზმნათა I თურმეობითში (დასთრაე, მაუჴელაე..). -ს არის III პირის ნიშანი სტატიკურ ზმნებში: უხარის, ეშინის... ება-ს პარალელურად გვხვდება. -ვე-ი-ს დაბოლოება ი-ნიან და ე-ნიან ვნებითებში: იჴნეის, ეჴნვის... შენარჩუნებულია წყვეტილისა და II ბრძანებითის გარჩევა II პირში: დაწერე – II ბრძანებითი; დასწერე – წყვეტილი.
მახვილი მთიულურ-გუდამაყრულში (ასევე მოხეურში) გერ იწვევს ბოლოკიდური ხმოვნის კვეცას ან დავიწროებას (შდრ. ხევსურული და თუშური), წყვეტილის ფორმა (დავწერე) და II ხოლმეობითი (დავწერი) სამივე პირში ინარჩუნებს საკუთარ ფორმას, რის გამოც არ ჩნდება მათი ურთიერთდამთხვევის საშიშროება. სწორედ ამიტომ არ ხდება ხოლმეობითის მწკრივის ფორმების -იდ ან -ოდ სუფიქსით გართულება. შენარჩუნებულია ძველი ქართულისებური ფორმა II ხოლმეობითისა. ფორმით ერთმანეთს ემთხვევა I ხოლმეობითისა და უწყვეტლის I და II პირის ფორმები (ვწერდი, სწერდი; სწერდა; ვწერდი, სწერდი, სწერდის). შესაძლოა, სწორედ აქ გაჩნდა თავიდან -კე ნაწილაკი ხოლმეობითის მწკრივში. დღეისათვის ეს -კე, როგორც მოქმედების მრავალგზისობის აღმნიშვნელი ფორმანტი, თავს იჩენს I ხოლმეობითშიც: წაიყვანის || წაიყვანისკე.
ხოლმეობითის მწკრივები გამოხატავს არა მარტო მრავალგზისობას, არამედ განგრძობითობასაც: დიდი დარბაზი იყვის. შუაზე იყვის გაწოლილი (გატიხრული), უყორდის, აწუხებდის...
დასტურდება ე.წ. თხოვნითი ბრძანებითის ფორმები: გააკეთოდე, გაიგონებდე, წაიკითხოდე..თუ II ბრძანებითი გამოხატავს მთქმელის თანდასწრებით შესასრულებელ მოქმედებას (გააკეთე!), -ოდ-იანი ბრძანებითი კი, ე. წ. თხოვნითი ბრძანებითი, გამოხატავს მოქმედებას, რომელიც უნდა შესრულდეს მომავალში და არა ახლავე, თანაც მთქმელის დაუსწრებლად (გააკეთ-ოდ-ე). ზოგჯერ (სპორადულად) -ოდ-იანმა ბრძანებითმა შეიძლება გამოხატოს მრავალგზის შესრულებული მოქმედებაც (შდრ. ქართლურში ხოლმე-ს გამოყენება ბრძანებითებში). -ოდ-იანმა ბრძანებითმა შეიძლება გამოხატოს არანაკლებ კატეგორიული ბრძანებაც, ვიდრე II ბრძანებითმა. განსხვავებას ქმნის მხოლოდ მიმართება თქმის მომენტთან (მომავალი თუ აწმყო).
გვხვდება სინტაქსური ასიმილაციის შემთხვევები: „ადგა ამ კაცმა და უთხრა“; „წავიდა ამ რძალმა და მივიდა დედიძმათას“. II სერიაში შენარჩუნებულია მიცემითბრუნვიანი ობიექტი ზმნებთან: სცემა მან მას, დაჰპატიჟა მან მას, აგინა მან მას (შდრ. სალიტ. სცემა მან იგი, დაჰპატიჟა მან იგი, აგინა მან იგი). შენარჩუნებულია არქაული კონსტრუქცია გარდაუვალ ეშინია, სცხვენია ზმნებთან: ეშინის მისგან; სცხვენია მისგან... პრეფიქსიან ვნებითებში II სერიაში დაცულია მრავლობითობის -ენ სუფიქსი: დავიმალ-ენ-ი-თ, დავემალ-ენ-ი-თ, ან სუფიქსით აღინიშნება სინტაქსური სუბიექტის (ლოგიკური ობიექტის) მრავლობითობა: მიყეარ-ს – მიყვარ-ან, მძულ-ს – მძულ-ან...
განსაკუთრებით მდიდარია მ.-ბ-ის დარგობრივი (მეცხოველეობა, პურეული კულტურები, მეფუტკრეობა, შინაური რეწვა...) ლექსიკა. - ელ და -ურ სუფიქსებით გარჩეულია ვინ და რა ჯგუფის სახელები ზმნისართებისაგან ნაწარმოებ ზედსართავებშიც: სადავ-ელ-ი, აქავ-ელ-ი, იქსე-ელ-ი; სადა-ურ-ი, აქა-ურ-ი, იქა-ურ-ი.
ისევე, როგორც მთის სხვა კილოებში, მთიულურ-გუდამაყრულშიც დასტურდება ლექსიკური ნასესხობები მეზობელი ჩრდილო კავკასიელ ხალხთა ენებიდან.
მ. კობახიძე
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ, მთიულურის თავისებურებანი. – „ენიმკის მოამბე“, 1937, ტ. 2, ნაკე. I;
- კაიშაური ლ., მთიულურის დარგობრივი ლექსიკა, თბ. 1967;
- ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989;
- ზვიადაური ნ. ნახურ-დაღესტნურ ენათა ლექსიკა ქართული ენის მთის დიალექტებში. –„ეტიმოლოგიური ძიებანი“, VI, თბ., 1997.