მიზანში მოხვედრის ალბათობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიზანში მოხვედრის ალბათობა - რიცხობრივი მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს მოცემული იარაღიდან განსაზღვრულ პირობებში მიზანში მოხვედრის შესაძლებლობას.
გამოისახება ათწილადში ან პროცენტებში და იზომება 0-დან 1-მდე (0-დან 100%-მდე). დამოკიდებულია
მიზნის ზომებზე, ჭურვების (ტყვიების და სხვა) გაფანტვის სიდიდეზე, გაფანტვის
ცენტრის მდებარეობაზე მიზნის ცენტრთან შეფარდებით და სხვა პირობებზე.
მიზანში მოხვედრის ალბათობის თეორიული გათვლა ხდება ალბათობის თეორიის საფუძველზე. პრაქტიკაში მიზანში მოხვედრის ალბათობა სროლის უცვლელი პირობების შემთხვევაში ტოლია მოხვედრის რაოდენობის და გასროლის რაოდენობის შეფარდების.