მიზანჩვენება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიზანჩვენება - მიზნის ხასიათზე, განლაგებასა და მოქმედებაზე მონაცემებს გადასცემენ მეთაურები, შტაბები, დაზვერვის და თვალთვალის ორგანოები, ხომალდების და მფრინავი აპარატების ეკიპაჟები. მონაცემები გადაეცემა მართვის პუნქტებს, საცეცხლე კომპლექსებს, თვითმფრინავებს, ხომალდებს, ასევე საბრძოლო საშუალებების მართვის ხელსაწყოებს.


მიზანჩვენება ხორციელდება რომელიმე ორიენტირიდან (ადგილობრივი საგნიდან), მასზე ხელსაწყოს ან იარაღის დამიზნებით, პოლარულ ან სწორკუთხოვან კოორდინატებში, რუკაზე, აეროფოტოსურათზე, მგეზავი ტყვიებით (ჭურვებით), სასიგნალო ვაზნებით, საორიენტაციო - სასიგნალო საავიაციო ბომბებით, საარტილერიო ჭურვის აფეთქებით, რადიოლოკაციური სადგურის, საჰაერო თავდაცვის ბადის და სპეციალური ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები