მითრიდატე პერგამონელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მითრიდატე პერგამონელი – პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის უკანონო შვილი, გაიუს იულიუს კეისრის მეგობარი. ძვ. წ. 47 კეისარმა სწორედ მას დაავალა ბოსფორის სამეფო ტახტის დაკავება. მითრიდატე პერგამონელმა ფარნაკე II-ის მარშრუტი გაიმეორა – შეიჭრა კოლხეთში, აქედან გადავიდა სამცხეში, აწყურში, სადაც აინინას (ლეეკოთეა) ტაძარი გაძარცვა. ბოლოს ისევ დასავლეთ საქართველოდან ბოსფორი დალაშქრა. აქ ის დაიღუპა ტახტის პრეტენდენტ ასანდრთან ბრძოლაში.