მიკოიანი არტემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტემ მიკოიანი

არტემ ივანეს ძე მიკოიანი – (23.07.1905-09.12.1970), სომეხი საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი (27.10.1967), სოციალისტური შრომის გმირი (1956,1957).

დაიბადა ტფილისის გუბერნიის, ბორჩალოს მაზრის სოფ.სანაინში (ახლ. სომხეთის რესპუბლიკის, ქ.ალავერდის ფარგლებშია)

1918 წელს ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად ტფილისში.

1923 წელს ოჯახს კვლავ მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და დასახლდა ქ.დონის როსტოვში, სადაც არტემ მიქოიანი სწავლობდა ქარხანა „კრასნი აკსაის“ საქარხნო სასწავლებელში, მუშაობდა ზეინკლის მოწაფედ.

1924 წელს გადავიდა სამუშაოდ სადგურ ,,დონის როსტოვის“დეპოს რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში.

1925 წლის ნოემბერში გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მუშაობდა ზეინკლად ქარხანა „დინამოზე“.

1927 წელს იგი გააგზავნეს სამუშაოდ მოსკოვის, ოქტომბრის რაიონის ტრამვაის პარკში.

1928 წლის დეკემბრიდან მსახურობდა წითელ არმიაში.

1929 წლის აგვისტოდან მოსკოვის სამხედრო ოლქის პოლიტ- სამმართველოს მიერ იგი გააგზავნეს ქ. ივანოვო-ვოზნესენსკში, მ. ფრუნზეს სახ. სამხედრო სკოლაში.

1930 წლის დეკემბერში გავიდა თადარიგში და დაიწყო მუშაობა მოსკოვში, ქარხანა ,,კომპრესორზე“ 1931 წელს დაბრუნდა წითელ არმიაში და, გაიგზავნა სასწავლებლად ნ. ჟუკოვსკის სახ. სამხედრო-საჰაერო აკადემიაში. აქ, თანაკურსელების ჯგუფთან ერთად, აკადემიის მსმენელმა, არტემ მიქოიანმა შექმნა თავისი პირველი თვითმფრინავი - „ოქტიაბრიონოკი“.

1937 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების მიერ ა. მიქოიანს მიენიჭა ,,სამხედრო-საჰაერო ძალების ინჟინერ-მექანიკოსის წოდება და დანიშნა სამხედრო წარმომადგენლად, მოსკოვის „ოსოავოაქიმის” სახ. I საავიაციო ქარხანაში, ხოლო 1938 წლიდან- ნ. პოლიკარპოვის საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, სერიული გამანადგურებლების დარგში.

1939 წლის მარტიდან მიქოიანი მუშაობს „ოსოავიაქიმის“ სახ. №1 ქარხნის, საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსის მოადგილედ, ხოლო იმავე წლის დეკემბრიდან მ. გურევიჩთან ერთად, ჩაუდგა სათავეში კონსტრუქტორთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდებოდა „ოსოავიაქომის“ სახ. №1 ქარხნის, საცდელ-საკონსტრუქტორო განყოფილება.

1940 წელს მიქოიანის ხელმძღვანელობით (მ. გურევიჩთან ერთად) იყო შექმნილი თვითმფრინავი-გამანადგურებელი ,,მიგ-1” იმ დროის ყველაზე სწრაფი სერიული გამანადგურებელი, რომლის დანიშნულებაც იყო დიდ სიმაღლეებზე მოქმედება და, მისი მოდიფიკაცია - „მიგ-3“ ღირსშესანიშნავ მოვლენად იქცა ის ფაქტი, რომ „მიგ-1” გამოცადეს პირველად სსრკ-ში ცენტრალური აეროდინამიკური ინსტიტუტის - „ტ-101“ დანადგარზე.

1940 წლის 5 აპრილს იქნა განხორციელებული თვითმფრინავ „მიგ-1“ პირველი გაფრენა.

1940 წლის ზაფხულში იქნა განხორციელებული „მიგ-1“ მოდიფიკაცია და მისი გარდაქმნა „მიგ-3“-ში. ხოლო იმავე წელს დაიწყო მიქოიანის და გურევიჩის შვილობილის – თვითფრინავ-გამანადგურებელ „მიგ-3” სერიული წარმოება.

1940 წელს მიქოიანი დაინიშნა „ოსოავიაქიმის“ №1 ქარხნის მთავარ კონსტრუქტორად 1941 წლის დასაწყისში საბჭოთა საავიაციო კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად, მიქოიანი იგზავნება გერმანიაში, რათა ადგილზე გაცნობოდა გერმანელთა საავიაციო ტექნიკას და საავიაციო მრეწველობას.

1940-1941 წლებში თვითმფრინავ „მიგ-3“ უკვე უშვებდნენ დიდი სერიით და წარმატებულად იყენებდნენ (1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის საწყისი პერიოდის საბრძოლო მოქმედებებში. კარგი სახელი მოიხვეჭა მან ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაშიც.

(1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის აგვისტოში, მიქოიანის და გურევიჩის საკონსტრუქტორო ბიურო ევაკუირებული იქნა მოსკოვიდან.

1942 წლის მარტში, მიქოიანი დაინიშნა საცდელი ქარხნის დირექტორად და მთავარ კონსტრუქტორად. იმავე წლის აპრილში კი, მოვიდა სასიხარულო ცნობა – საკონსტრუქტორო ბიურო ბრუნდებოდა ევაკუაციიდან მოსკოვში.

1942-1944 წლებში მიმდინარეობდა მთელი შრომითი კოლექტივის თავდაუზოგავი მუშაობა ახალ საცდელ გამანადგურებლებზე „ი-211“ „ი-220“ „ი-222“ „ი-224“ 1945 წლის მარტში დაიწყეს თვითმფრინავ-გამანადგურებელ „ი-250“ გამოცდა, მიქოიანის კონსტრუქციით და კომბინირებული ძალოსნური დანადგარით, რომელიც შედგებოდა საჰაერო-რეაქტიული ძრავებისაგან, ხოლო 1945 წლის მაისში შედგა ამ ფრთიანი მანქანის პირველი გაფრენა. არტემ მიქოიანი არის საბჭოთა კავშირის რეაქტიული ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.

1946 წელს მას მიენიჭა საინჟინრიო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. ომის შემდგომ პერიოდში, მზადდებოდა ჩქაროსნული და ზეჩქაროსნული საფრონტო რეაქტიული თვითმფრინავები, (ბევრი მათგანი მზადდებოდა დიდი სერიებით და, დიდხანს იმყოფებოდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში). მათ შორის იყო „მიგ-9“ „მიგ-15“ „მიგ-17“) რომლებმაც მიაღწიეს ბგერის სიჩქარეს), „მიგ-19“ (პირველი სერიული სამამულო ზებგერითი გამანადგურებელი), „მიგ-21“ (ორჯერ აჭარბებდა ბგერის სიჩქარეს).

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1956 წლის 20 აპრილს განსაკუთრებული დამსახურებისათვის, შეტანილი ახალი საავიაციო ტექნიკის შექმნის საქმეში, მიანიჭა არტემ ივანეს ძე მიკოიანს „სოციალისტური შრომის გმირის“ წოდება ლენინის ორდენისა და ოქროს მედალ ნამგალი და ჩაქუჩის გადაცემით.

იმავე 1956 წელს დამთავრდა თვითმფრინავ-გამანადგურებელ „მიგ-19“ შექმნა.

1956 წლის 20 დეკემბერს მიქოიანი დაინიშნა მიგების საკონსტრუქტორო ბიუროს გენერალურ კონსტრუქტორად.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1957 წლის 12 ივლისს განსაკუთრებული დამსახურებისათვის, შეტანილი ახალი რეაქტიული საავიაციო ტექნიკის შექმნის საქმეში, მიანიჭა არტემ ივანეს ძე მიკოიანს სოციალისტური შრომის გმირის წოდება ლენინის ორდენისა და მეორე ჯერ ოქროს მედალ ნამგალი და ჩაქუჩის გადაცემით.

1957 წელს მას მიენიჭა საინჟინრიო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

1968 წლის 26 ნოემბერს იგი აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

ბოლო თვითმფინავები, რომელიც შეიქმნა მიქოიანის ხელმძღვანელობით, იყო გამანადგურებლები „მიგ-21“ (პირველი სსრკ-ში თვითმფრინავი, რომელსაც ჰაერში ფრენისას ეცვლებოდა მთელი ფრთა) და „მიგ-25“, რომლის სისწრაფე სამჯერ აღწევდა ბგერის სისწრაფეს. მიქოიანის ხელმძღვანელობით შექმნილ თვითმფრინავებზე დამყარდა 60 მეტი მსოფლიო რეკორდი. მან შექმნა თვითმფრინავმშენებლობის თავისი სკოლა, აღზარდა ბევრი მაღალკვალიფიციური კონსტრუქტორი.

1950-1970 წლებში არჩეული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ცხოვრობდა მოსკოვში, გარდაიცვალა იქვე და დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე (ნაკვეთი №1).

დაჯილდოებული იყო ლენინის ( 1940, 1955, 1956, 1965), ოქტომბრის რევოლუციის, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარ., 2 წითელი ვარსკვლავის ორდენებით. მინიჭებული ჰქონდა ლენინური პრემია (1962), და სტალინური პრემია (1941, 1947, 1948, 1949, 1952, 1953).


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები