მიმდინარე ანგარიშის სალდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიმდინარე ანგარიშის სალდო - (current account balance), წმინდა გადახდების ჯამი დანარჩენი მსოფლიოსთვის და დანარჩენი მსოფლიოსგან. თუ წმინდა გადახდები დანარჩენი მსოფლიოსგან დადებითია, ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი აქვს, ხოლო თუ ის უარყოფითია, ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს.