მიმოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიმი, მიმოსი – „მოთამაშე კაცი, რომელიც იქმს საკვირველებათა და ძნელებათა და არა გრძნებითა, არამედ ხელოვნებითა“ (საბა). მიმი პანტომიმურად განასახიერებდა იმას, რასაც გუნდი თუ ცალკეული შემსრულებელი მღეროდა. არაიშვიათად დამოუკიდებელი რეპერტუარიც გააჩნდა. უსიტყვოდ, მხოლოდ და მხოლოდ სხეულის მოძრაობითა და სახის გამომეტყველებით მიმოსები ახერხებდნენ გადმოეცათ ესა თუ ის სცენა, უმთავრესად - იუმორისტული ხალხში მიმს, მიმოსს – „ბრეციას“ უწოდებდნენ, ხოლო მიმიკურ სცენას – „ჩრდილების კეთებას“.

ჯ. ბარდაველიძე


ლიტერატურა

  • ი. მჭედლიშვილი, ქართული ხალხური თეატრი, ჟურნ. „საბ. ხელოვნება", 1935, № 6;
  • დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, თბ., 1948.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები