მინამარმარილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მინამარმარილო – მარბლიტის სახესხვაობა ფილების სახით, რომელიც დამზადებულია ჩამქრალი მინისაგან ერთნაირი ან მარმარილოს შეფერილობით. ფილის ზომებია: 500×500, 400×400, 400-×300, 300×200, 250×140, 200×200, 150×150 მმ სისქით 8 და 10 მმ. პირითი ზედაპირი – ნაჭედი, ზურგის – დაღარული. ნაწიბურები ემორჩილება ჩამოჭრას. მცირე ზომის ფილები გამოდის გაპრიალებული ზედაპირითა და ოვალური ნაწიბურებით. გამოიყენება კედლების დეკორატიულ-დამცავი მოპირკეთებისათვის შენობების შიგნით, აგრეთვე იატაკებისათვის მაღალი სანიტარულ-ჰიგიენური და ესთეტიკური მოთხოვნებით. ფილების დაგება ხდება 150 და მეტი მარკის პოლიმერული ცემენტის ხსნარით.