მინეზინგერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მინეზინგერები – (გერმ. minnesinger – სიყვარულის მომღერალი), პოეტი-მომღერალი შუა საუკუნეების გერმანიაში (მე-12-15 სს.), რომელიც უმღერდა სიყვარულსა და რაინდობას. მაისტერზინგერებისგან განსხვავებით, ორიენტირებული იყო მაღალი წრის ფეოდალთა გემოვნებაზე.