მინიატურა (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინიატურა – (ფრანგ. miniature – პატარა, მომცრო), „მცირე ფორმების“ ჟანრი, მცირე ზომის თეატრალური, საესტრადო თუ საცირკო ნაწარმოები (მოკლე პიესა-ხუმრობა, ვოდევილი, ინტერმედია, სკეტჩი, სალაპარაკო, საცეკვაო ან მუსიკალური პატარა სცენა, საესტრადო მოთხრობა, კლოუნის სცენა და ა.შ.). მე-18 ს. ბოლოს და მე-19 ს. პირველ ნახ. ფართოდ სრულდებოდა ე.წ. დივერტისმენტებში. შემდგომში იგი გადაიქცა საესტრადო-საკონცერტო პროგრამის შეუცველ კომპონენტად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები