მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტი - (minimum consumers budget), ძირითადი ფიზიოლოგიური და სოციალურ-კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი კვების პროდუქტების, არასასურსათო საქონლის, მომსახურების შეჯამებული ღირებულება ერთ სულზე გაანგარიშებით წელიწადში (ან თვეში). გამოითვლება სამომხმარებლო კალათის საფუძველზე და საცალო ფასებისა და ტარიფების დონის გათვალისწინებით. როგორც წესი, მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტი წელიწადში ერთხელ უნდა გადაისინჯოს სამომხმარებლო ფასების ინდექსის გათვალისწინებით, ხოლო ბიუჯეტის სტრუქტურისა და ღირებულების შესახებ მონაცემები - რეგულარულად უნდა ქვეყნდებოდეს. მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ადამიანის ნორმალური ცხოვრების ქვედა ზღვარი, ანუ შეფარდებითი (და არა აბსოლუტური) სიღატაკის დონე.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები