მინის ბლოკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინის ბლოკი

მინის ბლოკიმინის სამშენებლო ბლოკი, რომელიც მიიღება დაწნეხილი ორი ნახევარბლოკის პერიმეტრზე შედუღებით. მზადდება კვადრატული (194×194×98 მმ) და მართკუთხა ფორმის (294×194×98 მმ). შეიძლება იყოს შეუღებავი და ფერადი. ბლოკის ღირსებაა თბოგამტარობის დაბალი კოეფიციენტი – 0,4-0,45 ვატ/(მ.კ), თითქმის 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აგურის. მინის ბლოკს იყენებენ შენობის სინათლეგამტარ ზღუდარებში, კედლებში, ლიფტის შახტების შემინვისა და არქიტექტურულ-დეკორატიული მიზნებისათვის.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები