მინის კიბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინის კიბე

მინის კიბეკიბის სახეობა ნაწრთობი მინისგან. კონსტრუქციები და მაკავშირებლები მზადდება ჩვეულებრივი (უჟანგავი) ფოლადისაგან ან ფერადი ლითონებისაგან (ბრინჯაო, სპილენძი, ტიტანი, თითბერი). მოაჯირებისათვის გამოიყენება ნაწრთობი მინა სისქით 10-12 მმ ან „ტრიპლექსი”-ის ტიპის მინა. კიბის ძირითადი ელემენტების – საფეხურებისათვის იყენებენ მრავალფენიან, მაღალი სიმტკიცის ნაწრთობ მინას სისქით 40 მმ-მდე, რომელსაც აქვს სიმტკიცის საკმარისი მარაგი, უძლებს მნიშვნელოვან დატვირთვებს და დარტყმით იმპულსებს. მინის კიბის საფეხურებს და მოაჯირებს ფარავენ სრიალსაწინააღმდეგო საფარვლით, ამუშავებენ ქვიშის ჭავლით ან უკეთებენ აბრეშუმოგრაფიას. ექსკლუზიურად გამჭვირვალე კიბე ინტერიერს მატებს სილამაზეს, სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები