მირიან II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირიან II (მირვან) – ქართლის მეფე (ძვ. წ. II ს. პირველი ნახევარი), ლეონტი მროველის მიხედვით ფარნაჯობის შვილი. მისი მამა ფარნაჯობი ცეცხლთაყვანისმცემლობის მიღების გამო ერისთავებთან ბრძოლაში დაიღუპა. მირიან II აღიზარდა სპარსეთში. დავაჟკაცებულმა მოინდომა მამაპაპისეული ტახტის დაბრუნება. დიდი ლაშქრით შემოვიდა ქართლში და ერისთავებს მოციქულის მეშვეობით აუწყა, რომ შურის საძიებლად არ იყო მოსული. ერისთავებმა მის მოწოდებას მხარი არ დაუჭირეს. მირვანმა დაამარცხა ქართლის მეფე ბრატმანი, მისი მეუღლე შეირთო ცოლად და დაჯდა ქართლის სამეფო ტახტზე.

მოქცევაჲ ქართლისაჲ-ის მიხედვით მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ. წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გიორგაძე), რომ რომ იგი ძვ. წ. I საუკუნეში მეფობდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები