მირონი (მოქანდაკე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირონი – (ბერძნ. Μύρων), ძვ. წ. V ს. მეორე მეოთხედის ბრწყინვალე მოქანდაკე და „ადრეული კლასიკის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი. მირონი წარმოშობით ელევთერიდან იყო, მაგრამ ძირითადად ათენში მუშაობდა. მის მასწავლებლად აგელადესი ითვლება. როგორც ცნობილია, მირონი ძირითადად ბრინჯაოსაგან ქმნიდა ქანდაკებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ გვიანდელი რომაული მარმარილოს ასლების სახით შემოგვრჩა.

მირონი ერთ-ერთი იმ მოქანდაკეთაგანია, ვინც თავის შემოქმედებაში დაძლია არქაიკის პირობითობა: მოძრაობის შებოჭილობა, სილუეტის კუთხოვანება, სხეულის ცალკეული ნაწილების სიმკვეთრე და ბუნებრივად გადმოსცა ადამიანის ფიგურა მძაფრ მოძრაობაში. კლასიკის სახასიათო ყოველმხრივ. განვითარებული ადამიანის იდეალი მან აქტიურ მოქმედებაში მყოფი პიროვნების გამოსახვით განახორციელა.

მირონის ქანდაკებებიდან ყველაზე სახელგანთქმულია მორბენალი დილასი, ათენა და მარსიასი, დისკობოლი და ა. შ. მის ნამუშევრებს შორის ასახელებენ ძროხის ბრინჯაოს გამოსახულებას, რომელსაც ბერძენმა მწერლებმა არაერთი ეპიგრამა მიუძვნეს.


ფრ. 205
მომწყემსე ჯოგი, შორს მომწყემსე, ოღონდ მირონის
ამ ერთ ბოჩოლას მოუსვენარს და ვითა ცოცხალს
ნუ გამოირეკ ხარებთან ერთად.
რ. 206
არ ჩამოუსხამთ [ქანდაკება] ფურის ყალიბში,
არამედ ძველი სპილენძისგან შექმნილი არის
და ჰა, გვატყუებს ყოვლისშემძლე ხელით მირონი...
ანაკრეონტი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები