მიქელაძე ზურაბ
ზურაბ მიქელაძე – (1917-1993) - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, (1985) პროფესორი (1987), დაიბადა ქუთაისში; 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით და ჩაირიცხა ასპირანტურაში ლოგიკის სპეციალობით. 1946 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით. 1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ლოგიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლოგიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო 1975-1989 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგედ.
1978 წელს მიიწვიეს მოსკოვში არისტოტელეს „ორგანონის“ რუსული თარგმანის რედაქტირებისა და კომენტირებისთვის.
1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სამეცნიერო თარგმანის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.
ზ. მიქელაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კვანტორების სემანტიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია, კერძოდ, არისტოტელეს მოძღვრების გააზრება სიმბოლური ლოგიკის შუქზე. ის სისტემატურად მონაწილეობდა ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმების, აგრეთვე საკავშირო კონფერენციების მუშაობაში.
თხზულებები
- „ლოგიკის ისტორია. პარალელური კონცეფციოგრაფიები“. კონსპექტური კურსი, ნაწილი პირველი (თბილისი, 1992);
- Основоположения логики Аристотеля Москва, „Мысль“, 1978.
- Семантический анализ неклассической логики