მიწასაწოვი დანადგარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიწასაწოვი დანადგარი – სტაციონალური, მოძრავი ან მოტივტივე მიწასათხრელი მანქანა, რომელიც შეიწოვს წყალქვეშა გრუნტს წყალ-გრუნტის ნარევის (პულპის) სახით (ჰიდრონარევი) და გადაიტანს მას ნაყარში ან ასაშენებელი ნაგებობის ტანში. მიწასაწოვი დანადგარი. ორგვარია: გრუნტსადენებით პულპის გადასატუმბავი და თვითგადამზიდი. მიწასაწოვს მრავალციცხვიანი სამუშაო ორგანოთი მიწახაპიას და დრაგას უწოდებენ.