მიწის კადასტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიწის კადასტრი – (land cadastre), მიწის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემა, რომელიც აერთიანებს გრაფიკულ და ტექსტურ მონაცემებს მიწის ნაკვეთების მდებარეობისა და ზომების, მათი ბუნებრივი, სამეურნეო და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად მიწის ნაკვეთად განიხილება მიწის ზედაპირი, როგორც უძრავი ქონება, რომელიც, ზემოთ ისაზღვრება ნაგებობათა სიმაღლით, ხოლო ქვემოთ – მცენარეთა ფესვებით და სასარგებლო წიაღისეულით. მიწის საკადასტრო-სარეგისტრაციო სისტემა არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს, გამოიყენება მიწის გადასახადის დასადგენად.